სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში STEM მიმართულების კლუბი დაარსდა
18-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში STEM მიმართულების კლუბი „ჩხირკედელა“ დაარსდა.

კლუბის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. 

„კლუბის მუშაობამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყოველკვირეულად ემატება მოსწავლეთა რაოდენობა. ვფიქრობთ, კლუბი მომავალ წლებშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. მოსწავლეები სისტემატიურად  აქვეყნებენ სკოლის სოციალურ ქსელში საკუთარ ნახელავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203