სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება
27-10-2016

2016-2017 სასწავლო წლის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის“ რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება. 

ოლიმპიადაში მონაწილეობა IX-XII კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაციის გასავლელად მათ საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. 

„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" უკვე მესამედ ტარდება და ის მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. 

პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

ოლიმპიადის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სამ ტურად.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203