თბილისის N124 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
18-03-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები ხშირად იმართება. ბავშვებიც თავის მხრივ, მათში ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, X, XI და XII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

საუკეთესოებს შორის გამარჯვება XI კლასის გუნდს ერგო. გუნდის წევრები არიან: 

  1. ირაკლი წიგნაძე (გუნდის კაპიტანი);
  2. ფერცელიძე ელენე;
  3. კალანდაძე ლიზი;
  4. ჩხიტაძე შალვა;
  5. ჩხიტუნიძე კონსტანტინე;
  6. ლაგვილავა გუგა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების ბეტსელერები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203