წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს 
18-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა „პოეტების მეფის“ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

„17 მარტი „პოეტების მეფის“, გარდაცვალების დღეა. გალაკტიონმა შექმნა ქართული ბგერის კეთილხმოვანების, საოცარი რიტმის, ფერისა თუ ტონის გადმომცემი სამყარო, რომელშიდაც ასოციაციებით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები... სწორედ ასეთი საოცარი ლექსებით - „ამაღლდა თეთრ აკლდამაზე“, „მშვენიერების ლექსით მქებელი“ და თავადაც სიკეთით სავსე, მშვენიერი და მარადიული დარჩა“, - აღნიშნულია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203