ორნამენტი და ეკო-საძერწი - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა შეასრულეს
18-03-2022

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამთა ნათიძე მათ საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. 

VI კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე მორიგი შემოქმედებითი აქტივობა შეასრულეს. რომლის თემა იყო - ორნამენტი და ეკო-საძერწი. მიზანი კი - მოსწავლისთვის ხელოვნების ნაწარმოებებზე დაკვირვებისა და თავისებურებათა ამოცნობის უნარის განვითარება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დეკორატიული ნამუშევრის შექმნის უნარ-ჩვევის გამომუშავება.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203