ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
18-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში დაწყებითი საფეხურის (I-VI) კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ეს იყო სასკოლო ტური, რომელშიც გამარჯვებული მოსწავლე მუნიციპალურ ტურში გადაინაცვლებს.
თითოეული მოსწავლის წაკითხული ლექსი იყო შთამბეჭდავი, ემოციური და საინტერესო.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული VI კლასის მოსწავლე ელენე ნოღაიდელი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტურში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩემს მოსწავლეს ვულოცავ პირველ ეტაპში წარმატებას და ვუსურვებ წინსვლას“,- აღნიშნავს მოსწავლის პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის