ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს
18-03-2022
ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლებისადმი თანადგომის ნიშნად, არაერთი აქტივობა განახორციელეს - დახატეს უკრაინისა და საქართველოს დროშები ასევე, შექმნეს მხარდამჭერი პოსტერები.
ბავშვების მიერ ჩატარებულ თითოეულ აქტივობას ფონად სლოგანი - „დიდება უკრაინას!“ გასდევდა.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს