ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგმა, არუსიაკ მღდესიანმა STEM ჯგუფი ჩამოაყალიბა
17-03-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, არუსიაკ მღდესიანმა STEM მენტორების კურსის“ პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოსწავლეთა STEM ჯგუფი ჩამოაყალიბა. 

პედაგოგმა STEM მენტორების კურსი გაიარა. აღნიშნული კურსის მიზანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა იყო. 

სწორედ ამ კურსის გავლის შემდეგ გადაწყვიტა პედაგოგმა იქ დაგროვილი ცოდნა სკოლაში, მოსწავლეებთან გამოეყენებინა. მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა ყველა მსმენელმა, მათ შორის არუსიაკ მღდესიანმა, STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა - ARDUINO Kits მიიღო, რასაც ის, მოსწავლეებთან მუშაობისას იყენებს.

„გაიმართა პირველი შეხვედრა. ბავშვები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ პროექტით და დღევანდელი შეხვედრის დროს ნახეს თუ როგორ შეიძლება შუქნიშნის მიღება არდუინოს დაფაზე. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელებს, ბატონ დავით სონღულაშვილს, ბატონ უტა კილასონისა და ქალბატონ მარეხ მაზნიაშვილს, ასეთი ნაყოფიერი ინოვაციური სასარგებლო პროექტისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203