ისრითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
17-03-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ საინტერესოდ და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნატო ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დედის დღეს ღონისძიება - „გილოცავ დედიკო“ მიუძღვნეს. 3 მარტთან დაკავშირებით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც პატარებმა უძვირფასეს ადამიანებს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული სიყვარულით მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის