ქობულეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ
17-03-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ. 

„მალე დამყარებულიყოს მშვიდობა უკრაინაში! ყველა ბავშვს ბედნიერად ეცხოვროს მშობლებთან ერთად თავის სამშობლოში!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეებმა პოზიცია საქართველოს და უკრაინის დროშებით ხელში დააფიქსირეს და უკრაინის მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. 

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203