ბოძაურის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
17-03-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა. სკოლის პედაგოგებმა მეგობარი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის ნიშნად თანხა შეაგროვეს. 

აღსანიშნავია, რომ ხულოს რესურსცენტრმა და ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს უკრაინას.

აქციის მონაწილეებმა შეიძინეს საბავშვო საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და სურსათი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203