გორისციხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სემინარი გაიმართა
17-03-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, ყარამან ბერიძეს მიერ დაგეგმილ ონლაინ სემინარიაში მონაწილეობდნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების.
საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და მთავარ გამოწვევებს შეეხო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოსმენილის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს; სემინარის დასრულების ბოლოს გაიმართა დისკუსია და პასუხი გაეცა ბავშვების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სემინარი შემდეგშიც გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის