ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
17-03-2022

16 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი პირველი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.

კომპლექსური დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს ტექსტის - „ჩიტუნიას ლოცვა“ შესწავლისას შეექმნათ დიორამა.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დიორამაზე არ უმუშავიათ, ისინი დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში. მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალების ჩამონათვალიდან, მათ თავად შეარჩიეს სასურველი მასალა. პროცესი ოთხი საგაკვეთილო საათი გაგრძელდა. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.

ნიჭიერი მესამეკლასელების მასწავლებელი თამუნა ლოხიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:











იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203