„ჩემი თვალით დანახული ომის სისასტიკე“ - სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-03-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი თვალით დანახული ომის სისასტიკე“ განახორციელეს.

პროექტის მონაწილეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება. 

„მოსწავლეებმა გაითავისეს და გულთან მიიტანეს უკრაინელი ბავშვების სატკივარი და ჩვენი პატარა ქვეყნის, პატარა რაიონის, ერთი პატარა სოფლიდან გულშემატკივრობენ მათ. ეთანხმებიან რამან კენუნის სიტყვებს - „ომში გამარჯვებული არ არის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

„არა ომს! ომი ჯოჯოხეთია... ომი ქაოსია.... ომში არ არის ბავშვის ადგილი.... ომი არ არის გამოსავალი..... ომი არ უნდა იყოს დღევანდელ, ცივილიზებულ სამყაროში!“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203