მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ
17-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.
მეგობარი ქვეყნისადმი მხარდაჭერის გამოსახატად ბავშვებმა ფერადი ქაღალდებისგან უკრაინისა და საქართველოს დროშები შექმნეს; ასევე, თანატოლებს კეთილი სურვილები გაუგზავნეს.