სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
17-03-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის დირექცია, პროფესიონლ პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება; ამასთან ერთად, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულების სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დღესასწაულებსაც საკუთარი შემოქმედებით ეხმაურებიან.
სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა „დედის დღესთან“ დაკავშირებით სკოლაში ჩაატარეს მოკრძალებული ღონისძიება - „დედის დღე“ მიულოცეს თავიანთ დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.
„დედის დღე“ საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის