
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა პოზიცია უკრაინის მხარდამჭერი პლაკატებით დააფიქსირეს და უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: