წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს. ასევე, ქალბატონ მასწავლებლებს მისალოცი ბარათებიც გადასცეს.
„მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.
იხილეთ ვიდეო: