წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერი აქტივობები გაიმართა
17-03-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომელსაც ფონად მოსწავლეთა მოწოდება - „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს“ გასდევდა.

„ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ომს უკრაინაში, შედგა საუბრები სხვადასხვა კლასში; მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, თავიანთი სათქმელი გამოხატეს ნახატებით; „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს“, ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები, რომლებმაც უკრაინის დროშა მოიხატეს სახეზე და შეიმოსნენ უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში. მშვიდობა და ჩვენი სოლიდარობა მოძმე უკრაინელ ხალხს! არა ომს! დიდება უკრაინელ გმირებს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203