„გვჯერა, სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს“- დედოფლისწყაროს N1 სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
17-03-2022
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებს შეუერთდა და საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება, არამალფუჭებადი პროდუქტებისა და ტანსაცმლის სახით შეგროვდა.

სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი სასკოლო საზოგადოებას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის და მეტად ემოციურ წერილს ავრცელებს.

„მადლობა ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს - ვინც შეუერთდით საქველმოქმედო აქციას და გამოხატეთ თქვენი მოქალაქეობრივი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი. მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული წვლილისათვის. გვჯერა, სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს და შეგვიმსუბუქებს ტკივილს, მიგვიყვანს ყველას გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია დირექტორის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203