საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
17-03-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და თანადგომის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. სიკეთის აქციაში სკოლის თითოეული წევრი აქტიურად ჩაერთო.

„დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, რომლებმაც წვლილი შეიტანეთ ამ კეთილ საქმეში. ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენი სკოლის ერთობა, რომლითაც წლებია ვამაყობთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203