„დიდება უკრაინას“- ვანზომლეთის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს
17-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

დიდება უკრაინას - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203