ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „გენდერული თანასწორობა“ სემინარი ჩაატარეს
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრი მე-10 კლასის მოსწავლეების - ნინო მექვევრიშვილისა და ნათია ერთგულაშვილის ინიციატივით, სასკოლო პროექტის ფარგლებში სემინარი ჩატარდა. სემინარის თემა კი - „გენდერული თანასწორობა“ გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის სემინარი საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი იყო. მათ გენდერული უფლებების, კანონებისა და მათი დაცვის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.