
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„სოლიდარობა უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშებით ხელში პოზიცია დააფიქსირეს და უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მთელ მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: