ტაძრისის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა
17-03-2022
გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.
ტაძრისის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული eTwining-ის პროექტში, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული აქტივობები ძალზედ საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო.