ბუკისციხის საჯარო სკოლაში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტს უმასპინძლეს
17-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო მუსიკალური შეხვედრა გაიმართა.

​სკოლას სტუმრად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ირმა ბერძენიშვილი ეწვია.

„ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ულამაზესი, უთბილესი და ემოციებით დატვირთული დღის მომსწრენი გავხდით. გაზაფხულის ამ თოვლიან დღეს სიყვარულით გამთბარი შეხვედრა შედგა. სკოლას სტუმრობდა ჩვენი რაიონის გამორჩეული მუსიკოსი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ირმა ბერძენიშვილი. საღამომ გულწრფელ, უშუალო და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ქალბატონმა ირმამ ბავშვებს გააცნო ქართული საოპერო ხელოვნების ისტორია, უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს. მოვისმინეთ მის მიერ შესრულებული არია ოპერიდან. მოსწავლეების მიერ შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები და გურული ხალხური სიმღერები. ეს იყო შემეცნების, მუსიკის, სიყვარულისა და მეგობრობის კიდევ ერთი საღამო. უღრმესი მადლობა ქალბატონ ირმას რომ გამონახა დრო და გვესტუმრა. უღრმესი მადლობა დირექციასა და პედაგოგებს გვერდში დგომისა და გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203