იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლიდან უკრაინაში ტონა-ნახევარი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
17-03-2022

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით უკრაინაში ტონა-ნახევარი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.

„მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ამ დახმარებისთვის. მათი ძალისხმევით უკრაინაში: პირველადი დახმარების ნივთები, მედიკამენტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, ჰიგიენის ნივთები, ტკბილეულობა, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი და სხვა საჭირო ნივთები და საკვები პროდუქტი გაიგზავნა. მაშინ, როდესაც უკრაინა და მასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო XXI საუკუნის დიქტატორს ტყვიითა და სისხლით ებრძვის, რთულია ამავე დიქტატორთან მრავალჯერ ომგამოვლილი ერისთვის უემოციოდ, შორიდან ცქერა თუ როგორ იღუპებიან ბავშვები და მათი მშობლები, ახალგაზრდები და მოხუცები, როგორ ინგრევა ქალაქები და იბომბება სკოლები, საავადმყოფოები, ტაძრები, კულტურული და ისტორიული შენობები... ჩვენი სკოლა ყოველთვის იდგა იქ, სადაც ღირსეულთა ადგილია. ჩვენს სკოლაში ყოველთვის იყვნენ თაობები, რომლებიც თავიანთ სიტყვას ამბობდნენ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის თუ კაცობრიობისთვის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. დღევანდელობა ამის ნათელი მაგალითია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203