სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიკბოქსინგის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
17-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.
ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა: კარაპეტ ჩუბაროვმა, ალბერტ პოდოსიანმა, ნარეკ პოდოსიანმა, ჰაკობ ტერ-ხაჩატრიანმა და ედვარდ ღაზარიანმა ახალქალაქში ჩატარებულ კიკბოქსინგის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
წარმატებულმა მოსწავლეებმა შეჯიბრში I ადგილი დაიკავეს და მშობლიურ სკოლას მედელბით, სიგელითა და თასით დაუბრუნდნენ.