კარბის საჯარო სკოლაში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო
17-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. 

მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, წაიკითხეს ლექსები, მონოლოგები და პრეზენტაციები წარადგინეს. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლა კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - ნინო კოლოთაშვილსა და გვანცა გვიმრაძეს მადლობას უხდის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203