დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედებს სიურპრიზი მოუწყვეს
17-03-2022
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ამჯერად სკოლის I კლასის ნიჭიერმა პატარებმა, დამრიგებელთან ერთად დედის დღეს, 3 მარტს განსაკუთრებული აქტივობა მიუძღვნეს. პირველკლასელებმა დედებსა და დედა - მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყეს.
„ფერადი ფურცლებისაგან შეკრეს კონვერტები და შიგ, დიდი სითბოთი და სიყვარულით ლამაზად გაფორმებული მოსალოცი ბარათები ჩააწყეს, თან მათი პაწუა ხელებით გააფორმეს. გაკვეთილების ბოლოს სიხარულითა და ჟრიამულით გაეშურნენ შინისაკენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის