გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოში დედებს მშვიდობა უსურვეს
17-03-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმათის საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე აგრეთვე გამოიკვეთა უკრაინისადმი თანადგომა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური გამონათქვამები, ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მშვიდობიანი გაზაფხული უსურვეს მთელი მსოფლიოს ქალებს, მათ შორის უკრაინელ დედებსაც. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203