აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ; სასკოლო საზოგადოება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ჰუმანიტარულ დახმარების აქციაში მონაწილეობდა.
სკოლის დირექციამ, შეგროვილი პროდუქტების, ტანსაცმლის და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების მერიის მიერ გამოცხადებულ პუნქტებში მიწოდება უზრუნველყო.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და თემს გამოხატული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: