გავაზის საჯარო სკოლაში ცნობილ ადამიანებთან საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა
17-03-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ორი თვის განმავლობაში სკოლის, ახალგაზრდა ევროპელ ელჩებსა და ცოდნის კაფე „გავაზის“ დაგეგმილი საგანმანათლებლო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან მიმდინარეობდა. გაიმართა ოთხი შეხვედრა.
პირველი საჯარო ლექცია თემაზე - „ბავშვის საჭიროებები და მათთან მეგობრობა“, ჩატარდა ფსიქოლოგ, მარინა კაჭარავასთან ერთად.
მეორე ლექციას უძღვებოდა ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი თემაზე - „თავისუფლების და ადამიანის ბუნების განსხვავებული ხედვები“.
მესამე ლექცია წაიყვანა ფსიქოლოგმა ნონა ხიდეშელმა თემაზე - „გენდერული პრობლემა, ცნობიერება და პიროვნული განვითარება“
ბოლო, მეოთხე საჯარო ლექცია წაიკითხა ფილოსოფოსმა გიგი თევზაძემ თემაზე - „თავისუფლების უფლება და კონსტიტუცია“.
„ყოველი შეხვედრა იყო იმდენად საინტერესო, რომ მოსწავლეების, მათი მშობლების, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისა და ლექტორებს შორის გაიმართა საერთო ღირებულებების შესახებ ღრმად გააზრებული და გაწონასწორებული დისკუსიები, დიალოგები, კითხვა-პასუხები... დიდი მადლობა ევროკავშირს, მის ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ახალგაზრდა ნიკა ჩუგოშვილს. უღრმესი მადლობა მოწვეულ სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას, სკოლის დირექცია - ადმინისტრაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის