„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ - მარელისის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
17-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ წარმატებით ხორციელდება.
სხვადასხვა საგნებისა და კლასების მონაწილეობით აქტივობები სისტემატურად ტარდება. ხელოვნების პედაგოგმა, მაკა ბუაჩიძემ მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები პროექტის ფარგლებში წარადგინა. ასევე, გაზეთი, რომელიც მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმატებით ასახავს.
„მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს ასევე, შედგა ნახატების და ნაკეთობების გამოფენა. მომზადებული იყო შესანიშნავი აუდიო და ვიდეო პრეზენტაციები. ასეთი მრავალფეროვანი მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას; სწორედ ეს არის ამ მნიშვნელოვანი პროექტის მიზანი. მადლობა ყველა მოსწავლეს და პედაგოგს, მაკა ბუაჩიძეს შესანიშნავად გაწერილი აქტივობისათვის. წარმატებები სკოლას პროექტის ფარგლებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის