გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
17-03-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში, საბჭოთა უკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებზე ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა ისტორიის მოყვარულთა კლუბი „კლიო“.

მოსწავლეები მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურნენ, დაგმეს ომი და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

„მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ვგმობთ ძალადობას. არა ოკუპაციას!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203