
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-2დ კლასის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს.
კლასში ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი ილუსტრირებული ანბანის საზეიმო პრეზენტაცია მოაწყვეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მეორეკლასელები ამ აქტივობაში პედაგოგ ეთერ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: