ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიეძღვნა
17-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიების მიმდინარეობაში მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები შეასრულეს. 

აღნიშნული აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მზევინარ ქავთარაძისა და დიანა ბასილაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ის ყველა შესაბამისი რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა.

სკოლა ყველა ქალს ულოცავს გაზაფხულის დღესასწაულებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203