
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ინიციატივების პროექტში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეები მაღალმთიანი სოფლების წახალისების სასკოლო ინიციატივების პროექტში წარმატებით იყვნენ ჩართულნი.
პროექტში მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგები არიან პროექტ „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ მასწავლებლები - თაია მამარდაშვილი და ნინო ფაილოძე.
იხილეთ ფოტოები: