ქვემო სობისის საჯარო სკოლაში უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
17-03-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. 

სასკოლო საზოგადოებამ პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებს მოუყარა თავი. 

სკოლის დირექცია ჰუმანიტარული აქციის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის. 

„სოლიდარობის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავედით! სკოლის დირექციის სახელით დიდ მადლობას გიხდით პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური თანადგომისა და დახმარებისთვის!“, - აღნიშნულია დირექციის წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203