გაიცანით, ხიდრის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე გიორგი ლელაძე
17-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში უამრავი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა მე-12 კლასელი გიორგი ლელაძე, რომელიც ხარაგაულიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის ერთადერთი მონაწილეა; გიორგი ბიოლოგიის ოლიმპიადის მონაწილე გახლავთ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სკოლის ნიჭიერი მოსწავლე  2020 წლის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. etaloni.ge-ს არქივში გიორგი ლელაძის კომენტარი მოიპოვება, რომელიც მისი გამარჯვების შემდეგ ჩაიწერა.

ასევე, წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს მომავალ პროფესიად - მიკრობიოლოგია აქვს არჩეული და მისი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა გასაკვირი არც ყოფილა.

მისი მისაბაძი სწავლითა და წარმატებებით სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა და ბიოლოგიის პედაგოგი თამთა მაისურაძე სიამაყითა და სიხარულით არიან აღვსილნი. ისინი, მოსწავლეს სკოლის სასახელოდ კიდევ უამრავ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203