ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლაში 3 მარტის ღონისძიება ქართველ და უკრაინელ დედებს მიეძღვნა
17-03-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის ესთეტიკის კათედრამ 3 მარტის ღონისძიება მთლიანად ქართველ და უკრაინელ დედებს მიუძღვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლამ მეტად ემოციური წერილი გაავრცელა და საკუთარი გულისტკივილი გადმოსცა:

„ჩვენ, სადაც ვცხოვრობთ, ესაა მიწა, რომელზეც მყარად ვიდექით და ვდგავართ დღესაც. ეს ის სოფელია, რომელიც არაერთგზის განადგურდა ომის შედეგად. ჩვენ ვართ ის თაობა რომელმაც გაუძლო ტკივილს, დევნას, მაგრამ გადაურჩა სიკვდილს! ჩვენ, ერგნეთში მცხოვრები ადამიანები არ ვკარგავთ იმედს, რათა ვიცხოვროთ უკეთეს მომავალში. ჩვენ, ის ადამიანები ვართ, რომლებიც არ შეუშინდნენ ტყვიას და ბოლომდე თავდაუზოგავად იღწვოდნენ სამშობლოსათვის, მომავალი თაობისთვის! და კიდევ, ჩემი კოლეგები არიან გმირები, რადგან გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა, ჯერ კიდევ 1990,91 წლებში! მიუხედავად ამისა, მიუხედავად დღევანდელი ჩვენი მდგომარეობისა, უკრაინის ომმა შეგვძრა... თავზარი დაგვეცა და გაგვანადგურა თითოეული ადამიანის სიკვდილმა. ჩვენ ისევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ჩვენი პატარების კეთილდღეობისთვის. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართველ და უკრაინელ დედებს მივუძღვენით... ღმერთმა მოგცეთ გამძლეობა, იცოცხლეთ და იხარეთ. იმრავლეთ ორთავ სოფელსა შინა!“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203