ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის 2018-2019 და 2019- 2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: მედეა მეგრელიშვილს, გიორგი მეგრელიშვილს, ანა თავბერიძეს და ელენე დავლაძეს ოქროსა და ვერცლის მედლები გადაეცათ.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დამსახურებული ჯილდოები - მედლები და სერტიფიკატები დირექტორმა, ხათუნა კაპანაძემ გადასცა.
„რაოდენ საამაყოა მშობლიური სკოლისთვის, როდესაც მის კედლებში გამოზრდილი მოსწავლეები წარმატებით ამთავრებენ საშუალო საფეხურს. ქვედა საზანოს N 3 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა კაპანაძემ, 2018-2019 და 2019- 2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: მედეა მეგრელიშვილს, გიორგი მეგრელიშვილს, ანა თავბერიძეს და ელენე დავლაძეს დიდი სიყვარულითა და სიამაყით, საზეიმო ვითარებაში გადასცა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო - ოქროსა და ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები. კიდევ მრავალი წარმატება თქვენ ცხოვრების ასპარეზზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: