ვანთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს
17-03-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები შექმნეს, მათ შორის აქტიურობდნენ სსსმ მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.