დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი ჩაწერეს
17-03-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ საინტერესოდ და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, პედაგოგ დარინა ბერიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს და ვიდეორგოლი ჩაწერეს.
„3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული... გილოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის