ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინის პირველი თამაში გაიმართა
17-03-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრთა ინიციატივითა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური ვიქტორინის პირველი თამაში გაიმართა.

შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინის ორგანიზება სასკოლო პროექტის - „რა განძი გვქონია...“ ფარგლებში დაიგეგმა, მოსწავლეებმა ერთად გაიხსენეს, რა ლამაზი ადგილებია ჩვენს ქვეყანაში და შეამოწმეს, რა იცოდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ;

ვიქტორინა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საბოლოოდ კი გამარჯვებული გუნდი შესაბამისი დიპლომით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203