„ყაყაჩოსკაბიანი ჭიამაია“ - ბარდუბნის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრულ პროექტზე იმუშავეს
17-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მეორე კლასმა პროექტი - „ყაყაჩოსკაბიანი ჭიამაია“ განახორციელა. პროექტს საფუძვლად საბავშვო წიგნების ავტორის, თამარ ადამიას იმავე სახელობის ზღაპარი დაედო, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოშია შესული.
„თამარ ადამია - 30-ზე მეტი შემეცნებითი, მხატვრული, ასევე გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორია. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი და აღიარებული - „მხიარული დედაენა“, რომელიც 18-ჯერ გამოიცა და პოპულარულია არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მონაწილეობდა დაწყებითი განათლების (Gpried) პროექტში მწერლის სტატუსით. 2019 წელს წარდგენილი იყო მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. ჩემი დიდი ხნის და ახლა უკვე ბარდუბნის საჯარო სკოლის დიდი მეგობარი და სასურველი სტუმარი. მეორე კლასის სასწავლო პროგრამაში შეტანილია მისი ზღაპარი - „ყაყაჩოსკაბიანი ჭიამაია“, რომლის მიხედვითაც მასწავლებელმა, ნატო რობაქიძემ და მუსიკის პედაგოგმა, თეონა დეკანოსიძემ მოამზადეს მიზნობრივი პროექტი. მე მახარებს მოსწავლეების მზაობა, მათი აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარება, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და მშობლების დიდი ინტერესი. უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის