დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
17-03-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ადრეული ქორწინებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ისაუბრეს.

პროექტი მე-9 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე განხორციელდა. მისი მიზანი ზოგადად, ჯანმრთელობისა და დაავადებების შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობა იყო. 

პროექტის ფარგლებში მოწვეული სტუმარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი იყო. მან აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარადგინა და დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული პედაგოგი ირინა ხელისუფალი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203