სტატუსიანი პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლმა სავალდებულო ტრენინგებზე რეგისტრაცია უკვე გამოაცხადა. თუმცა საინტერესოა, იგეგმება თუ არა ტრენინგები საბავშვი ბაღის აღმზრდელებისთვის, მით უმეტეს, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ ბაღის აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავენ.
საკითხის გასარკვევად, Etaloni.ge-მ მასწავლებლეთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ბაღის აღმზრდელთა ტრენინგები არ მიმდინარეობს და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, გეგმავს თუ არა მასწავლებლის სახლი ბაღის აღმზრდელებისთვის ტრენინგების ჩატარებას.