დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნაირა კასუმოვა სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში წარმატებით გადავიდა
16-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-11 კლასის მოსწავლემ, ნაირა კასუმოვამ ასახელა. იგი 2021- 2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში დიდი წარმატებით გადავიდა.
სკოლა ულოცავს ნაირა კასუმოვას ამ წარმატებას და სკოლის სასახელოდ კვლავ უამრავ წინასვლას უსურვებს.