ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ყოფილი პედაგოგის, ჯამბულ ბანცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
16-03-2022

გარდაიცვალა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფ, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ფიზკულტურის ყოფილი პედაგოგი, ბატონი ჯამბულ ბანცაძე.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველის, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე), ეპარქიისა და გიმნაზიის სახელით, გამოვთქვამთ გულისტკივილს ბატონი ჯამბულის გარდაცვალების გამო, ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს და ვლოცულობთ, რათა უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი უკვდავი სული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203